დილარ ხაბულიანი ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება

13 დეკემბერი 2021, 12:33 785 ნახვა

დილარ ხაბულიანი ფრაქციის შექმნის მიზნით „ლელოს“ ჯგუფს უერთდება.

„ლელო“, რომელიც პარლამენტიდან მამუკა ხაზარაძის გასვლის შემდეგ, სამ-წევრიან პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბდა, კვლავ ფრაქციად ფორმირდება.

„ეს ტექნიკური საკითხია. ოპოზიციური ფრაქცია რომ არ დაშლილიყო, ეს არის მიზეზი ჩემი გადაწყვეტილების. ამასთან დაკავშირებით საერთო შეთანხმება იყო. მე წევრი არ ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“, ჩვენ სხვა პარტიით ვიყავით ბლოკში. საუბარი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკზე. არ ვიყავი პარტიაში"-განაცხადა დილარ ხაბულიანმა.

ამ დროისთვის, „ლელოს“ საკუთარ პოლიტიკურ გუნდში ექვსი დეპუტატი ჰყავს, რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის არსებობაა საჭირო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში