ქობულეთის "შუქურა" ლიგა 2-ში დაქვეითდა

12 დეკემბერი 2021, 15:37 1099 ნახვა

ქობულეთის "შუქურა" ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა. ფლეოიფის საპასუხო მატჩში "გაგრამ" თბილისის ზღვის ბაზაზე "შუქურას" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1-0 დაამარცხა.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი მე-7 წუთზე თამაზ მაქაცარიამ გაიტანა და "გაგრა" 10 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რანგით უმაღლეს დივიზიონში გადაიყვანა.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 4 დღის წინ ქობულეთში "ჩელე არენაზე" ფრედ 0-0 დასრულდა.

ორი შეხვედრის ჯამში კი "შუქურამ" ეროვნულ ლიგაში ადგილი ვერ შეინარჩუნა. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი "შუქურა" მომავალ სეზონში ეროვნულ ლიგა ორში იასპარეზებს.

დღეს კიდევ ერთი ფლეოიფის მატჩი გაიმართება. ქუთაისში " ტორპედო" მარტვილის "მერანს" მიიღებს. პირველი მატჩი "მერანმა" შინ 2-0 მოიგო.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი