აჭარაში მომუშავე ჟურნალისტების მიმართვა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"

09 დეკემბერი 2021, 16:44 6971 ნახვა

აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მიმართავენ.

ჟურნალისტების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჟურნალისტური საქმიანობის გამო თავდასხმა, აჭარაში ბევრი გვინახავს, მათ შორის პირადი ცხოვრებით მანიპულირების ფაქტები და სოციალურ ქსელებში აგორებული, დაფინანსებული კამპანიები. ერთხელაც კი, ამ ფაქტებზე სამართლებრივი რეაგირება არ ყოფილა, არც პარტიული პასუხისმგებლობა გვინახავს და არც ინდივიდუალური.

დღეს აჭარაში მომუშავე ჟურნალისტები, კიდევ ერთხელ, აღმოვჩნდით ჩვენი კოლეგის მიმართ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ინფორმაციის მოწმე. ამ ინფორმაციის გამავრცელებელი კი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ორგანიზაცია წარმოადგენს და მის მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს.

ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია პარტიის წევრებსა და აქტიურ მხარდამჭერებში მარტივი დემოკრატიული ღირებულებების პატივისცემა იყოს მათთან ურთიერთობის საფუძველი, ასევე ვფიქრობთ, რომ მსგავსი ლექსიკის და ღირებულებების ადამიანს, არც პოლიტიკურ სივრცეში და არც სამოქალაქო საზოგადოების ველზე ასპარეზი არ უნდა მიეცეს. ველით პარტიის მხრიდან ამ საკითხზე განმარტებას და რეაგირებას" - აცხადებენ ჟურნალისტები.

განცხადებით, სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფელირებული ორგანიზაცია "ალტერნატივას" ერთ-ერთი აქტივისტის პოსტს ეხმაურებიან.

გუშინ, ხათუნა ბერიძე, TV 25-ის ეთერში გასულმა რეპორტაჟმა გააღიზიანა, რის გამოც ტელევიზიის თანამშრომლების მისამართით დისკრიმინაციული შინაარსის და შეურაცხმყოფელი სტატუსი ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა.

სიუჟეტი პოლიტიკოსების მხრიდან კოვიდრეგულაციების დარღვევას ეხებოდა. კონკრეტულად კი, ხალხმრავალ ქორწილში ოპოზიციონერი ლიდერების მოლხენას ასახავდა. ჟურნალისტები  პარტიის მხრიდან პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას ითხოვენ. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  წევრებმა თავიანთი მოსაზრებები კომენტარებში გაახმოვანეს, თუმცა საერთო პოზიცია მთავარ ოპოზიციურ ძალას, ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.

განცხადებას ხელს აჭარაში მოქმედი მედიასაშუალებების 50-ზე მეტი წარმომადგენელი აწერს.

1.მაია მერკვილაძე

2.ჯენი კვანტალიანი

3.ნატო გოგელია

4.დაჯი ჩხიკვაძე

5.თამარ თედიაშვილი

6.ლაშა ველიაძე

7.ქეთი ჭყონია

8. მერაბ წულუკიძე

9.ნაზიბროლა რეხვიაშვილი

10.ნაზიბროლა ქობულაძე

11.მზია მართალიშვილი

12.მარი კეკელიძე

13.სოფო ჟღენტი

14.თამილა ზოიძე

15.ნაირა ქობულაძე

16.ხვიჩა მამულაძე

17.ნინია მესხიძე

18.თეო ფუტკარაძე

19.თეონა ხარაბაძე

20.ლევან ურიდია

21.ცირა სურმანიძე

22.შორენა ღლონტი

23.ირმა ზოიძე

24.ია გოლიაძე

25.თამუნა გაზდელიანი

26.სოფო ხელაძე

27.ლოლა ანანიძე

28.ირინე წუწუნავა

29.თიკო სუსარეიშვილი

30.ბექა რომანაძე

31.ნანა აბულაძე

32.გიორგი მიქელაძე

33.ნატალია კიკვაძე

34.თამუნა ხოზრევანიძე

35.ეკა ბარამიძე

36. ნონა კირკიტაძე

37. თეა ვაშალომიძე

38. მანანა ტაკიძე

39. სალომე უსტალიშვილი

40. ეკა ლორთქიფანიძე

41. მეგი მოისწრაფიშვილი

42. ხატია გოგრაჭაძე

43. თამარ კიკნაძე

44. კოკა ხუბუტია

45. სოფო შავაძე

46. ხათუნა შუშანიძე

47. ნონა დიასამიძე

48. ვახო ხუზმიაშვილი

49. ქეთი კაცაძე

50. ზაირა ლომაძე

51. ლანა ძაძამია

52. ნინო ხუხუნაიშვილი

53. ირინა ყურუა

​54. ლაშა ზარგინავა

55. მარიტა მანგალაძე

56.ნათია ლომაძე

57. მაიკო ფუტკარაძე.

 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი