ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გუნდი მსოფლიო საგუნდო კონკურსის გამარჯვებულია. ბელგიაში გამართულ მე-12 მსოფლიო საგუნდო კონკურსში სხვადასხვა ქვეყნის 300 - მდე შემოქმედებითი ჯგუფი მონაწილეობდა. კონკურსი სამი ნაწარმოების გადაბმით შესრულებას ითვალისწინებდა. პროგრამის შესაბამისად რევაზ ლაღიძის სახელობის გუნდმა კონკურსზე ბრაიან ლევისის ‘’ბენედიქტუსი’’, მინდია ხითარიშვილის ‘’ლოცვა’’ და ნოდარ ფაღავას ‘’ხორუმი’’ წარადგინა.