თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია - სააკაშვილი

06 დეკემბერი 2021, 14:36 1299 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მისი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის საპყრობილეში გადაყვანის შესახებ ჭორებს ავრცელებს, რაც მისი და აქტივისტების დასაშანტაჟებლად კეთდება.

მისივე თქმით, ნიკა მელიაც ამიტომ დაიბარეს სუს-ში.

''ამ დღეებში სუს-ი აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა.

მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ.

უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!'' - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი