2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა - ირაკლი ღარიბაშვილი

06 დეკემბერი 2021, 11:28 862 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 2022 წელს საგარეო ვალი მშპ-სთან შედარებით 60%-დან 51.1%-მდე შემცირდება. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება, რამაც საშუალება მისცათ ბიუჯეტი მილიარდ 310 მილიონი ლარით გაეზარდათ. 

''წელს გვქონდა ძალიან მაღალი, ძლიერი ეკონომიკური ზრდა. ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ, რამაც მოგვცა საშუალება, ბიუჯეტი გაგვეზარდა მილიარდ 310 მილიონი ლარით.

ამას გარდა, ვალის შემცირებაც მოვახერხეთ და 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 60%-დან, რომელიც იყო მთელი ჩვენი საგარეო ვალი, შემცირდება 51,1%-მდე. ამას გარდა, მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, ნაერთი ბიუჯეტი იქნება 28,8 მილიარდი ლარი.

2022 წელს დაგეგმილი გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა. როგორც ვთქვით, მომდევნო წელს ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 65 მილიარდი ლარი, რაც ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია. როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ასევე მომდევნო წელსაც პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და საბიუჯეტო დეფიციტს ვამცირებთ.

ბიუჯეტის დეფიციტი იქნება 4,2 % და 2022 წელს მთავრობის ვალი 51, 1 % იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში