შრომის ინსპექცია კვების ობიექტებს აფრთხილებს

06 დეკემბერი 2021, 10:10 1778 ნახვა

შრომის ინსპექციის განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვისაც ''მწვანე სტატუსი'' არ აქვს, რესტორანში შესვლამდე ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კორონავირუსზე მათ სწრაფ ტესტირებას. უწყება მოუწოდებს შესაბამის ბიზნესსუბიექტებს, არ შესთავაზონ მომხმარებლებს მსგავსი მეთოდი.

''საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ'' - წერია განცხადებაში. 

პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ''მწვანე პასპორტების'' კონცეფცია ამოქმედდა.

პირს ე.წ. მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი