ბათუმის ‘’დინამო’’ ჩემპიონია

04 დეკემბერი 2021, 12:00 1236 ნახვა

ოცდაათწლიანი ლოდინი დასრულდა, საჩემპიონო ფარი და ოქროს მედლები ბათუმის დინამომ  ოფიციალურად ჩაიბარა. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ეს ბათუმელთა პირველი საჩემპიონო ტიტულია, მანამდე იყო სამჯერ ვერცხლის მედალი, თასი და სუპერთასი. 

მართალია, ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდმა ვერ მოიგო და  დილასთან ფრე - 2:2 ითამაშა, მაგრამ ამას გულშემატკივართა განწყობაზე არ უმოქმედია. დინამოს ჩემპიონობის აღსანიშნავად დღეს ბათუმის ბულვარში  გალა კონცერტი გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში