თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება - განაცხადა ლიზა იასკომ. მან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოინახულა.
„ისე ჩანს, რომ ხელისუფლებას სურს, მოკლას მიხეილ სააკაშვილი და მრავალწლიანი პატიმრობა შეუფარდოს. თუ ის საქართველოში არ გჭირდებათ, დაგვიბრუნეთ უკრაინაში. ჩვენ ის გვჭირდება. მილიონობით უკრაინელს სჭირდება და ელიან, ყოველდღიურად თვალყურს ადევნებენ ახალ ამბებს და მეკითხებიან, თუ რას აკეთებენ ქართველები მის გასათავისუფლებლად. როდესაც გარკვეული პოლიტიკური პრობლემები იყო უკრაინაში, უკრაინელები მისთვის იბრძოდნენ და მანქანიდანაც კი გადმოჰყავდათ, როდესაც დააკავეს. ახლა ქართველი ხალხის ჯერია, რომ გაათავისუფლონ.
სააკაშვილი თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ჯერ ძალიან სუსტადაა. საუბრისას რამდენიმეჯერ საკმაოდ ცუდად გახდა და იძულებული იყო, დაწოლილიყო, შეესვენებინა“, – განაცხადა ლიზა იასკომ.