წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროს დაკნინება, ამის შედეგებს ვიმკით ახლა - თქვა განათლების მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მიხეილ ცხენკელის განცხადებით, ცვლილება თუ მოხდა პირველკლასელებისთვის, ამის ეფექტი იქნება 10-12 წლის შემდეგ, როდესაც გაიზომება ახლანდელი პირველკლასელის მთელი სასკოლო განათლება. პარლამენტში კიდევ ერთხელ გაჟღერდა სკოლების დეპოლიტიზების აუცილებლობა. მინისტრს მიმართეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, რომ განათლება საქართველოში შესაბამისად მაინც არ ფასდება და წარმოდგენილი პროგრამები თუ გეგმები აზრს კარგავს.