თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა

15 ნოემბერი 2023, 20:18 771 ნახვა

აჭარის მთავრობის მეთაურმა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში სამუშაო თათბირი გამართა ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობასა და 2024 წელს განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.

„აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტი 14,9 მლნ. ლარით გაიზარდა და 132 მლნ. ლარი შეადგინა. განხორციელდება ახალი საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობა, გაგრძელდება სტუდენტთა და პედაგოგთა მხარდამჭერი პროგრამები.

ასევე, იზრდება სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი, დაიწყება დამატებითი სასწავლო შენობებისა და სტუდენტთა საცხოვრებელი კამპუსების მშენებლობა. 1500 სტუდენტი დაფინანსდება სტუდენტთა დახმარების, საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების პროგრამით. საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ბიუჯეტი 37 მლნ ლარი იქნება, რომლის ფარგლებშიც 95 საჯარო სკოლის მშენებლობა -რეაბილიტაცია განხორციელდება, მათ შორის ბათუმში 9 საჯარო სკოლის ძირითადი ან დამატებითი შენობა აშენდება.

სამუშაო შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ასევე აჭარის მთავრობის, სამინისტროს და საქვეუწყებო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი