30 ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კოვიდი კიდევ 240 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 45 362 საიდანაც: 6 554 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორი აჭარაში - 510, მძიმე პაციენტია 121, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 38 ადამიანი.
1 135 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 693 - თბილისში, 241 - აჭარაში. 37 673 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 494 ადამიანი.
გუშინ საქართველოში 53 854 ტესტი ჩატარდა.