საქართველოს ძიუდოს ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია

27 ნოემბერი 2021, 18:49 1341 ნახვა

საქართველოს ძიუდოს ნაკრები შერეულ გუნდებს ევროპის ჩემპიონია.

რუსეთის ქალაქ უფაში დასრულებული ტურნირის ფინალში ქართველი ძიუდოისტები ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4-3 დაამარცხეს.

თავისი ბრძოლები ფრიდონგ გიგანმა, ლუკა მაისურაძემ და საბა ინანეიშვილმა მოიგეს.

ანგარიში 3-3 იყო ამიტომ გადამწყვეტი ბრძოლის ჩატარება დარჩა საჭირო. სადაც კვლავ ინანეიშვილს მოუწია ბრძოლა და მეტოქე მარტივად დაამარცხა.

საქართველომ პირველ ეტაპზე ავსტრიას 4:0 სძლია, შემდეგ საფრანგეთს 4:2 მოუგო და თურქეთიც ნახევარფინალში იმავე ანგარიში 4:2 დაამარცხა.

ტურნირი კაცებსა (-73, -90 და +90 კგ.) და ქალებში (-57, -70 და +70 კგ) წონითი კატეგორიებით დაკომპლექტებული გუნდებით ტარდებოდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში