ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონია

06 ნოემბერი 2021, 11:10 1139 ნახვა

ჯაბა პაპინაშვილი ბაქოს გრანდ სლემის ჩემპიონია. უკრაინელი, აზერბაიჯანელის და მონღოლი ძიუდოისტების ძლევის შემდეგ ფინალში რუსეთის ნაკრების წევრი ალბერტ ოგუზოვი ვაზარით დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი კი რეპეშაჟიდან გამოეთიშა ასპარეზობას.

დღეს ბაქოს ტატამზე ჯუმბერ მელაძე, გიგა გიგაური და თორნიკე ფოლადაშვილი იჭიდავებენ. პარალელურად ბუდაპეშტში 23 წლამდელ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის პირველ დღეს ალეკო მამიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, გიორგი თუთაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა. დღეს ტატამზე ვლადიმერ ახალკაცი, ტატო გრიგალაშვილი და ილია სულამანიძე იჭიდავებენ. მათ გარდა მედლებისთვის ნიკა ხარაზიშვილი, გიორგი ჩიქოვანი, გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი იბრძოლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში