ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან ხმაურია, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

26 ნოემბერი 2021, 12:30 948 ნახვა

ხმაურია ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიცია საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას აპროტესტებს. პოლიციამ ადგილზე 2 პირი დააკავა.

ოპოზიციის წარმომადგენლები შენობის გარეთ სპეციალური საშუალებით წარწერების გაკეთებას ცდილობენ, რის უფლებასაც მათ პოლიცია არ აძლევს.

შენობაში ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა მიმდინარეობს, საიდანაც ოპოზიციის წარმომადგენლები, ცოტა ხნის წინ, პოლიციამ გამოიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი