პროტესტის მიუხედავად ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს 

26 ნოემბერი 2021, 12:08 2030 ნახვა

პროტესტისა და ხმაურის ფონზე, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

 ბიუჯეტი 2017 წლის მოწვევის საკრებულომ დაამტკიცა. 

ხდომათა დარბაზში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მირდატ ქამადაძემ დარბაზში სპეციალური სითხე გაუშვა, რომელსაც ფეკალიების სუნი ჰქონდა. 

სხდომა დროებით შეწყდა, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციონერ წევრებს შენობა დაატოვებინეს - განახლდა.

ახალი მოწვევის საკრებულოს წევრები სხდომის ჩანიშვნას რამდენიმე კვირაა ითხოვენ.ამბობენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ვადაგასულმა საკრებულომ არ უნდა დაამტკიცოს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი