საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეები, ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.