ოპოზიცია ვადამდელი და სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს - ნიკა მელია

23 ნოემბერი 2021, 19:22 1027 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით,  ოპოზიცია ვადამდელი და სრულად პროპორციული არჩევნების საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

"მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გარშემოც ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, არის ვადამდელი, სრულად პროპორციული არჩევნები. საზოგადოების თითოეულმა წარმომადგენელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად და სწორად უნდა გაიგოს, თუ რატომ ითხოვს განსხვავებული, მრავალფეროვანი ოპოზიციური სპექტრი ვადამდელ, სრულად პროპორციულ არჩევნებს და დაბალ ბარიერს. ცვლილებები არის ერთადერთი გამოსავალი. საზოგადოება ძალიან მალე მიხვდება, რომ მხოლოდ ერთობითაა შესაძლებელი კოლექტიური პრობლემების გადაჭრა" - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, ოპოზიცია საზოგადოებას სამოქმედო გეგმას კვირის ბოლოს გააცნობს, რომელიც დეტალურად იქნება გაწერილი. 

"პოლიტიკოსებს ახლა გვმართებს ძალიან აქტიური მუშაობა და კვირის ბოლოს მე მეგობრებთან ერთად ძალიან კონკრეტულ გეგმას დავდებთ, საზოგადოებას გავაცნობთ, თუ რა არის ჩვენი მისხალ-მისხალ გაწერილი გეგმით სამოქმედო სტრატეგია, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ყველაზე მნიშვნელოვანი ყველაფერთან ერთად არის სტრატეგიული მოთმინებაც", - აცხადებს ნიკა მელია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი