ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა ერთ-ერთი მძიმე პრობლემაა ქვეყანაში. ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიისთვის გამოსაყენებელი სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ ყიდვა დაბრკოლებას არ წარმოადგენს. სწორედ ამ რეალობის წინააღმდეგ გამოვიდა დღეს პრემიერ მინისტრი და ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვის გამკაცრება დაანონსა. ახალგაზრდების ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ინტერესი მთავრობის მეთაურმა ონლაინკაზინოების მუშაობას დაუკავშირა.