50 დღიანი შიმშილობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანეს. სადაც სპეციალურ პალატაში მოათავსეს, შესაბამისად მან შიმშილობაც შეწყვიტა.
იგი გორში მისმა პირადმა ექიმმა მოინახულა, რომლის განცხადებით სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურად კრიტიკულია და დღეს კონსილიუმი შეიკრიბება რათა მის შემდგომ მკურნალობაზე იმსჯელონ, ასევე ამ დღეებში უნდა შეიკრიბოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი.