საპროტესტო აქციის მონაწილეები სააკაშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან

19 ნოემბერი 2021, 18:02 867 ნახვა

როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში? - ზუსტი პასუხი ჯერ-ჯერობით უცნობია, მოსალაპარაკებლად ექსპრეზიდენტთან მისი თანაგუნდელები იმყოფებიან. სააკაშვილის ერთი მოთხოვნა კი უკვე ცნობილია, ციხიდან ადვოკატისა და უკრაინის კონსულის გარეშე გადაყვანა არ სურს. ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მესამე პრეზიდენტს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თითქმის სამი საათია პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  შეკრებილები დაშლას  მანამ არ აპირებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ იქნება გადაყვანილი სამხედრო ჰოსპიტალში.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში