მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ნიკა გვარამიასა და უკრაინის კონსულის მისვლას, რათა მისი გადაყვანა მათთან შეთანხმებით მოხდეს - ეკა ხერხეულიძე

19 ნოემბერი 2021, 17:17 1051 ნახვა

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, მიხეილ სააკაშვილმა მე-18 დაწესებულების ადმინისტრაციას მოთხოვა, რომ ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მივიდნენ დაწესებულებაში, რათა მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა.

„ნიკა გზაშია, უკრაინის კონსულზე ვერაფერს გეტყვით, შეტყობინებას გადასცემდნენ, იმედია, მალე მოვლენ და ჩვენი შეხვედრის შემდეგ მოხდება შეთანხმება იმაზე, რომ მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა დროზე შეწყვიტოს შიმშილობა“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ხერხეულიძე აცხადებს, რომ ციხის ადმინისტრაცია მისი შენობაში შესვლას ხელოვნურად აყოვნებდა.

"დღევანდელი შეთავაზება, რაც ხელისუფლებისგან მოვისმინეთ, საერთოდ უმნიშვნელოა, როგორი პოზიცია მაქვს მე ამასთან დაკავშირებით?! ჩემთვის მნიშვნელოვანია, მან დაუყოვნებლივ მიიღოს შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რა გარემოებაც შეუწყობს ამას ხელს, შევეცდები ჩემი პოზიცია გავუზიარო და დავარწმუნო ამაში. ეს ადამიანი იბრძვის, უკვე 50-ე დღეა უთანასწორო ბრძოლაში და მისი ბრძოლა იმსახურებს იმას, რომ მისი პოზიცია ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი