ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხეების გაჩეხვამ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია.
ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ტყეების განადგურება წელიწადში 22%-ით გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, 2020 წლიდან 21 წლამდე პერიოდში დაახლოებით 13 ათას 235 კვ. კმ ტყე გაიჩეხა, ეს 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამაზონში დაახლოებით სამი მილიონი მცენარე და ცხოველი და ერთი მილიონი მკვიდრი ადამიანი ცხოვრობს. მისი ტყეები სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგბადის მარაგია, რომელიც გლობალური დათბობის ტემპს ანელებს.