ბელარუსიდან 400-ზე მეტი ერაყელი მიგრანტი გააბრუნეს

19 ნოემბერი 2021, 09:45 462 ნახვა

ბელარუსიდან ერაყში 430 მიგრანტი დააბრუნეს. ერაყის ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს დაბრუნებისკენ მოუწოდა და განუცხადა, რომ ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩაკეტილია.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელმა ანგელა მერკელმა მიმდინარე კვირაში ორი სატელეფონო საუბარი გამართეს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მიგრანტებს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით თავიანთ ქვეყნებში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი