ქარბორბალა სიცილიაში

18 ნოემბერი 2021, 10:57 1240 ნახვა

სიცილიას ქარბორბალა დაატყდა თავს. მედიის ცნობით,დაიღუპა 60  წლამდე მამაკაცი, რომლის საცხოვრებელი სახლიც სტიქიის ზონაში მოჰყვა.

სტიქიას თან გადაუღებელი წვიმა დაერთო, რამაც კუნძულზე წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც დროებით დაიხურა სკოლები.

აღსანიშნავია, რომ წელს აგვისტოში სიცილიაზე ევროპის მასშტაბით რეკორდული სიცხე 48.8 გრადუსი დაფიქსირდა.

მეტეოროლოგები უჩვეულოდ თბილ შემოდგომაზეც ამახვილებენ ყურადღებას, რაც შტორმების ფორმირებას განაპირობებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი