საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა “კრანს - მონტანას ამბასადორთა კლუბის” წევრებთან სამუშაო ვახშამი გამართა. კლუბის წევრებმა და გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარება, საქართველო - საფრანგეთის ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე რუსეთთან ურთიერთობებს და ოკუპაციის თემას. შეხვედრაზე პოლიტიკური საკითხების გარდა, სხვადასხვა სფეროს, მათ შორის ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს.