დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი მომდევნო სასამართლო სხდომას ეს უცნობია, ისევე როგორც გადაიყვანენ თუ არა მას საბოლოოდ სამოქალაქო კლინიკაში. ქართულ ოცნებაში ისევ უკვირთ რა მაღალტექნოლოგიური ჩარევა სჭირდება მიხეილ სააკაშვილს ისეთი, რომ ის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ-ეს კონკრეტულად პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პოზიციაა, მოქმედი პირველი კანონმდებელი კი ამბობს, რომ უშუალოდ ოპოზიციას უნდოდა და შესთავაზეს კიდეც, რომ გადაეყვანათ თუნდაც გორის ჰოსპიტალში. ამ კონტექსტში საინტერესოა თავად მიხეილ სააკაშვილის პოზიცია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კატეგორიულად თქვა უარი აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციაზე.