ფსიქოლოგების პეტიცია

08 იანვარი 2025, 12:02 116 ნახვა

ახალი არჩევნების ჩატარება, დაკავებული უდანაშაულო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, მოქალაქეებზე წამების, ჩაგვრის და ძალადობის შეწყვეტა, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლების შეწყვეტა - ამ ოთხი მოთხოვნით ფსიქოლოგები პეტიციას ავრცელებენ.
მას ხელს ამ ეტაპზე 260-ზე მეტი ფსიქოლოგი აწერს. ფსიქოლოგების განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი კრიზისი არამარტო საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ევროინტეგრაციის პროცესს, ასევე აზიანებს მოქალაქეების კეთილდღეობას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.
“რეჟიმის მხრიდან მოქალაქეების წინააღმდეგ არამართლზომიერი ძალის გამოყენება, წამება, დარბევა, დევნა, მუქარა, უკანონო დაკავებები, სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა უდიდეს ზიანს აყენებს არა მხოლოდ ძალადობის უშუალო მსხვერპლთ, არამედ თითოეული ჩვენგანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას’’ - ვკითხულობთ პეტიციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში