ბათუმში სუსის შენობასთან დაკავებული „გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრების ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ იმას, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სად არიან გადაყვანილი არ ამბობენ. ადვოკატი მირზა მამულაძე ამბობს, რომ დაკავებულების ადგილსამყოფელის შესახებ საპატრულო პოლიცია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მცდარ ინფორმაციებს აწვდიან, რითაც მათი თქმით, ეზღუდებათ დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელების შესაძლებლობა.
,,ასე „ოპერატიულად დემოკრატია დაიცავით“, ძალადობასთან ბრძოლა, რომ გამოგვდის ტყუილია“ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქცია სუსის ეზოში ცოტა ხნის წინ კიდევ გამართეს გირჩი მეტი თავისუფლების სხვა წევრებმა.ამ აქციაზეც დააკავეს ერთი პირი. მისი ადგილსამყოფელიც უცნობია. აქციების მთავარი მოთხოვნებია მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება.