რუსთავის ციხესთან აქციაზე მამაკაცი გარდაიცვალა

07 ნოემბერი 2021, 12:10 1100 ნახვა

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი რუსთავში, აქციის მონაწილის გარდაცვალების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ. აცხადებენ, რომგუშინ  რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 წუთზე შევიდა.

რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 13 წუთში მივიდა.პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 წუთზე ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში. ცნობისთის  რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე კაცი შეუძლოდ გახდა, შემდეგ კი უკვე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი