სიკვდილობის მაჩვენებელი მაღალი და ტრაგიკულია - თამარ გაბუნია 

12 ნოემბერი 2021, 14:32 918 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სიკვდილობის მაჩვენებელი 1.4%-ის ფარგლებში რჩება, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში მონაცემები მაღალი და ტრაგიკულია.

„სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები მაღალია და იმის გამო იმატებს, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალი იყო, ზოგ შემთხვევაში 6 ათასს გადააჭარბა.

პირველი მიზეზი მაინც არის „დელტა“ შტამის მეტად აგრესიული ბუნება, სხვადასხვა ქვეყნის კვლევამ მიუთითა, რომ „დელტა“ შტამი იწვევს მეტ რეანიმაციას და სიკვდილობას მეტად უკავშირდება.

მაქსიმალურად ცდილობს კლინიკური ჯგუფი, რომ მედიკამენტების გამოყენებით, რომელიც საქართველოში ხელმისაწვდომია, გაუმჯობესდეს მკურნალობის ხარისხი“ - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი