საქალაქო სასამართლოსთან, სააკაშვილის პროცესის პარალელურად, აქცია მიმდინარეობდა - ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერები სკანდირებითა და საყვირებით ყოფილი პრეზიდენტის მხარდაჭერას გამოხატავდნენ.
შეკრებილების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება იყო.