აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკას აკრიტიკებს ''ნაციონალური მოძრაობა''. რეზო ხარაზი ნეპოტიზმსა და კორუფციაზე საუბრობს. მისი განმარტებით, სწორედ ამ ნიშნით განხორციელდა სამინისტროებსა და ბათუმის მერიაში ბოლო საკადრო ცვლილებები.
რეზო ხარაზის განცხადებით, მაშინ როცა რეგიონში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, ნაწილი კი მათი მისამართით არსებული კითხვების ფონზე ბიზნესს იწყობს, მოსახლეობა მძიმე სოციალური ეკონომიკური პრობლემების პირისპირ მიტოვებულია, შიმშილობენ ბავშვები და არასრულწლოვნებს უწევთ მძიმე სამუშაოს შესრულება.
მაგალითად, კი ბათუმში მშენებლობაზე არასრულწლოვნის დაღუპვას ასახელებს.