გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ერთსა და იმავე დღესაა შესაძლებელია - ვანო ჩხაიძე

09 ნოემბერი 2021, 13:03 971 ნახვა

გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ერთსა და იმავე დღეს, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი მითითება არსებობს, აცრა ჩატარდეს სხვადასხვა მხარეს, მარჯვენა მკლავზე გრიპის ვაქცინა, მარცხნივ კორონავირუსის ვაქცინა - თქვენი სურვილისამებრ. გარკვეული ინტერვალის დაცვა ამ ვაქცინებს შორის აუცილებელი არ არის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მოუწოდა ორსულ ქალებს გაიკეთონ გრიპის ვაქცინა.

"სასურველია მოსახლეობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფები, დროულად აიცრან. პირველ რიგში მოვუწოდებ ორსულ ქალებს. ეს ორივე ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ორსულ ქალებში და ვთხოვთ მათ, რომ ორივე ვაქცინაზე აიცრან"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი