"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-თან აქცია-პერფორმანსი გამართეს

04 ნოემბერი 2021, 19:43 636 ნახვა

"გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გამართეს. 

ცოტნე კობერიძემ და ბორის ყურუამ უსაფრთხოების სამსახურთან სიმბოლურად მაგიდა მიიტანეს წარწერით "რევოლუცია" და  ფეისბუქ-ლაივის მეშვეობით რევოლუციასა და მის ფორმებზე ისაუბრეს.

აქცია სუს-ის გუშინდელ განცხადებას უკავშირდებოდა,  რომელშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბოლო დროს დანაშაულის ნიშნების შემცველი განცხადებები ვრცელდება.

პერფორმანსის დასასრულს პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების შენობის ეზოში ტუალეტის ქაღალდის რულონები ისროლეს, რის გამოც ნაგვის დაყრისთვის 80 ლარით დააჯარიმეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი