ელენე ხოშტარიამ და ირაკლი გოგუაძემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. პარლამენტში მოშიმშილე ელენე ხოშტარიას მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
"დროას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ მისი პროტესტი საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოხდება პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაცია.