გაერო ბოსნიაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს

04 ნოემბერი 2021, 09:03 433 ნახვა

სეპარატიზმის საშიშროების გამო, გაერო ბოსნიაში ევროკავშირის სამხედრო მისიას განაახლებს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა ბოსნია ჰერცეგოვინაში ევროკავშირის სამხედრო მისიის მანდატის გაგრძელებას.

კენჭისყრის გამართვის საჭიროება დადგა ბოსნიელი სერბების ლიდერების მხრიდან სეპარატისტული საფრთხეების გაძლიერების გამო, რაც ქვეყანაში არსებულ მშვიდ ვითარებას საფრთხეს უქმნის.

გერმანელი დიპლომატის კრისტიან შმიდტის თქმით, ბოსნიელი სერბები საფრთხის ქვეშ აყენებენ არა მხოლოდ ქვეყნისა და რეგიონის მშვიდობასა და სტაბილურობას, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მიერ პასუხის გაუცემლობის შემთხვევაში, შეიძლება, გამოიწვიოს შეთანხმების გაუქმება, რომელმაც დაასრულა ბოსნიის ომი 1995 წელს. გადაწყვეტილება ევროკავშირის მანდატის განახლების შესახებ ერთხმად იქნა მიღებული. თუმცა, რუსეთმა დაბლოკა ბოსნიაში გაერო-ს წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის მოხსენების მოსმენა.

რუსეთის წარმომადგენლის განცხადებით, გერმანელი დიპლომატის მოხსენება ბოსნიაზე მიკერძოებულ და ანტისერბულ ხასიათს ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი