აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 554 პაციენტი, მძიმეა 132-ის მდგომარეობა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარა - 193, იმერეთი - 979, ქვემო ქართლი - 360, შიდა ქართლი - 428, გურია - 142, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 378, კახეთი - 530, მცხეთა-მთიანეთი - 118, სამცხე-ჯავახეთი - 157, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -36.
გასულ დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სულ 395-მა პირმა გაიკეთა.