ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანია "Bharat Biotech"-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ავტორიზაცია მიანიჭა და ის გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.
გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ცოტახნის წინ მიიღო და ვაქცინით 18 წლის და უფროსი ასაკის პირების 2 დოზით, 4-კვირიანი ინტერვალით, აცრის რეკომენდაცია გასცა.
ამ დროისთვის "კოვაქსინი" კორონავირუსის საწინააღმდეგო მეშვიდე ვაქცინაა, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერა მოიპოვა.