პარლამენტის სხდომათა დარბაზში შალვა პაპუაშვილსა და თინა ბოკუჩავას შორის მომხდარი ინციდენტის დროს ძალადობას ადგილი არ ჰქონია - ეს გენდერულმა საბჭომ დაასკვნა.
საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ, მედიასთან ნინო წილოსანმა ისაუბრა. მისი თქმით, გენდერულ საბჭოს არ აქვს რეგლამენტით ვალდებულება ამ საკითხის განხილვა, თუმცა, რადგან ინციდენტის მონაწილე მხარე ქალი იყო, მიზანშეწონილად ჩათვალა ემსჯელა საკითხზე.