მირზა აბაშიძე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დაახლოებით ორი წელია, რაც გარიცხულია - რიჩარდ სირაბიძე

02 ნოემბერი 2021, 20:39 6810 ნახვა

"ქართული ოცნების" ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რიჩარდ სირაბიძე ოპოზიციის აქციაზე მირზა აბაშიძის ქმედებას გამოეხმაურა.

აბაშიძე აქციაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ტოვებს "ქართული ოცნების" პარტიას.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მირზა აბაშიძე ორგანიზაციიდან ჯერ კიდევ ორი წლის წინ გააძევეს პარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევის გამო.

"დღეს, ,,ნაციონალური მოძრაობის'' დაანონსებულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა მირზა აბაშიძე, სადაც "ქართული ოცნების" მაისური გაიხადა და სხვადასხვა სიტყვებითა თუ წინადადებით შემოიფარგლა. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული პიროვნება "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დაახლოებით ორი წელია, რაც გარიცხულია, რადგან იყო პარტიისთვის შეუსაბამო პიროვნება, ხშირად არღვევდა პარტიულ დისციპლინას და გაჰქონდა ინფორმაცია პარტიიდან. რის შედეგადაც პარტიას მოუწია მისი გაფრთხილება, ხოლო შემდგომ უკვე გარიცხვა", - აცხადებს რიჩარდ სირაბიძე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი