პროტესტი გაგრძელდება, ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ვივლით, არ უნდა დავიღალოთ - მამუკა ხაზარაძე

02 ნოემბერი 2021, 19:18 758 ნახვა

"ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში ოპოზიციის აქციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.

,,კოალიციას გაძლიერება და გაფართოება სჭირდება, რათა ერთი მიზანი დავისახოთ და ერთმანეთს მოვუსმინოთ. მე, ნიკას, ელენეს და ჩვენს მეგობრებს ბევრ საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე ნაკლებად გვიყვარს ეს ქვეყანა. ჩვენი მიზანია ამ ქვეყნის ფეხზე დაყენება და გაერთიანება და ამას თქვენთან ერთად აუცილებლად გავაკეთებთ. ეს პროტესტი გაგრძელდება. ჩვენ ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ ვივლით. არ უნდა დავიღალოთ, ეს უნდა იყოს ახალი ეროვნული მოძრაობა ახალი სახელმწიფოს ასაშენებლად. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ ვიყოთ ლიდერი ქვეყანა. ჩვენ ამ ჭაობიდან ერთად უნდა ამოვიდეთ და ამას აუცილებლად შევძლებთ“, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში