ერდოღანის ინიციატივა

01 ნოემბერი 2021, 16:32 895 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ფრანგ კოლეგასთან ერთად სამხრეთ კავკასიაში ექვსეულის პლათფორმის იდეა განიხილა. 

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან  ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ მხარეებმა ფორმატის 3 პლუს 3 შექმნის შესაძლებლობაზე იმსჯელეს.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ირანს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ამ ინიციატივის მიმართ, ისევე როგორც თურქეთსა და აზერბაიჯანსაც. 

ლავროვმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ  საქართველო დაინტერესდება კონსულტაციებისა და ამიერკავკასიის განვითარებასთან დაკავშირებით შეთანხმებული გადაწყვეტილებების ასეთი მექანიზმის შექმნაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში