ბათუმში სახლი ჩამოინგრა

04 დეკემბერი 2016, 00:00 10488 ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას 51 ნომერში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კედლის ნაწილი ჩამოინგრა, რომლის შედეგადაც 4 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ნგრევა მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური. ინციდენტის შესწავლა დაიწყეს მერიის შესაბამისმა სამსახურებმაც. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მშენებლობას “შპს ელიტ-მშენი” აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, დაზარალებული ოჯახებისთვის, დროებით, ბინების დაქირავება მოხდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი