აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 ოქტომბერი 2021, 10:47 1025 ნახვა

31 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 141 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 658 საიდანაც: 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის აჭარაში - 520. მძიმე პაციენტია 130, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 40 პირი.

1 093 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 683 - თბილისში, 189 - აჭარაში.

41 097 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 2.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 524 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი