მიხარია, რომ შევძელით ღირსეული გამარჯვება, მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურე ამ ქალაქს - კახა კალაძე

30 ოქტომბერი 2021, 20:16 838 ნახვა

"ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ღირსეული გამარჯვება მერე ტურში. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და გააკეთა სწორი არჩევანი. განვითარებას, სიმშვიდესა და სტაბილურობასთან დაკავშირებით"- ამის შესახებ "ქათული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა თვითმმართველობის არჩვენების მეორე ტურის ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძის განცხადებით, დღეს ყველაზე მეტად რაც სჭირდება თბილისს, ეს არის განვითარება, აღმშენებლობა, სიმშვიდე და სტაბილურობა.

"ეს არის თქვენი დამსახურება და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის.

მე, ჩემს გუნდთან ერთად, მზად ვარ 24 საათიან რეჟიმში ვემსახურო ამ ქალაქს და აქ მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებებისა. მე პირობა დავდე ვიქნები ყველას მერი. ჩვენ დაველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემების გამოქვეყნებას და მეორე დღიდანვე ვიწყებთ კონკრეტული პროექტების განხორციელებას"-განაცხადა კახა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში