„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გონიოში მცხოვრებლებს შეხვდა. გიორგი კირთაძემ ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა გააცნო და მომავალ გეგმებზე ესაუბრა. ოპოზიციის კანდიდატი მეორე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულია და მოსახლეობას მოუწოდებს მივიდნენ საარჩევნო უბნებთან.