ზუგდიდში ფიზიკური დაპირისპირების დროს დაკავებული პირები ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს 

30 ოქტომბერი 2021, 13:09 927 ნახვა

ზუგდიდში N20 საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 5 ადამიანია დაკავებული. 4 მათგანი მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრია, 1 კი - „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია. 

მოძრაობა ''საქართველოსთვის'' ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ რამდენიმე მათგანი ფოთი იზოლატორში გადაიყვანეს.

ბექა პაპაშვილი ამბობს, რომ გამოკითხვაზე თავადაც იმყოფებოდა. ის დაზარალებულის სტატუსით გადაიყვანეს და სამი საათის განმავლობაში კითხავდნენ. 

''ზუგდიდი პოლიციასთან ვიმყოფებით, სადაც დაკავებულები ყავდათ გადმოყვანილი. ნიკა ნარსია, გიორგი მუმლაძე, ალბერტ მერებაშვილი და კახა კვეკვესკირი. სამი უკვე გადაყვანილია ფოთის იზოლატორში. ველოდებით ინფორმაციას თუ როდის გადაიყვანენ მეოთხესაც და მის მიხედვით ვიმოქმედებთ. 

ჩემი გამოკითხვა რომელსაც ნახევარი საათიც არ სჭირდებოდა სამი საათი მიმდინარეობდა. ეს პოლიტიკურად იყო მოტივირებული. უნდოდათ რომ საარჩევნო გარემოს მოვშორებოდი. 

დაპირისპირება მოჰყვა ''ქართული ოცნების'' აგიტატორების ასი მეტრის რადიუსის უფრო ახლოს ყოფნას, რაც კანონით დაუშვებელია. ისინი 30 მეტრის რადიუსში იყვნენ, როდესაც მივედი და ვიკითხე რის გამო იყვნენ მობილიზებულები, ფიზიკურად გამისწორდენენ. მოგვიანებით უბანთან ''ქართული ოცნების'' კანდიდატი მოვიდა, რის შემდეგაც ხელახლა მოხდა დაპირისპირება, ის გვეუბნებოდა: თქვენ არა ხართ ზუგდიდელები და რა გინდათ აქო'' - განაცხადა ბექა პაპაშვილმა. 

ორგანიზაციის წევრის განმარტებით, აღნიშნული ადამიანები ზუგდიდს მიზანმიმართულად მოაშორეს და ფოთში გადაიყვანეს. 

"ამ ადამიანებმა განაცხადეს, რომ თავიანთი ფეხით მოვიდოდნენ პოლიციაში, მაგრამ გამოჩნდა რეალური განზრახვა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ადამიანები მოაშორეს უბნებს, სადაც მობილიზებული ჰყავთ ზონდერები და ,,ოცნება'' აყალბებს არჩევნებს. ასეთ ქმედებებს მასიური სახე აქ.

ეს ადამიანები გადაიყვანეს ფოთში. მოაშორეს მაქსიმალურად ზუგდიდს იმისთვის, რომ ვინც გარეთ ვართ, ამ ადამიანებს შევუგზავნოთ საკვები და მოვწყდეთ სადამკვირვებლო მისიას. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თითოეული ხმა დავიცვათ"- განაცხადა ალეკო კუპრავამ.

ზუგდიდში მე-20 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.  

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში