პატიმრობისა და შიმშილობის 28-ე დღე რუსთავის ციხეში. მიხეილ სააკაშვილი მეორე დღეა მკურნალობაზე უარს აცხადებს.
ექსპრეზიდენტის სანახავად დღესაც მივიდნენ ადვოკატები და თანაგუნდელები. ცოტა ხნის წინ დატოვა გიორგი გელხაურმა საპყრობილე.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტის უფლებები ისევ ილახება, მას აღარ ეძლევა წერილობით ეკონტაქტოს ახლობლებს, ასევე ამბობს იმასაც, რომ მუშაობაში ხელი ეშლებათ ადვოკატებსაც.