ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი დასრულდა, მონაწილეებს სპეციალური სერთიფიკატები გადაეცათ. კურსის ოფიციალურ დახურვამდე, სიმულაციური კრიზისული სცენარის შესახებ პრეზენტაციები მოეწყო და ხუთი დღის განმავლობაში განხილული თემები შეჯამდა, რომლებიც უსაფრთხოების სისტემას, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებს, საქართველოს საგარეო პრიორიტეტებსა და საერთაშორისო მისიებს ეხებოდა. სემინარში, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, სასამართლო ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.